radioge - ქართლოსი NEWS

რადიოდისკუსია "ქართლოსის ხმა"

პირველი გადაცემა უკვე გავიდა ეთერში. რადიოსტუდიამ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "მეგობრობის ხიდი- ქართლოსის" ბაზაზე შეიქმნა, უკვე პირველი გადაცემის სტუმრებს უმასპინძლა და დისკუსიაც შედგა. პროექტის ფარგლებში თვეში ორჯერ გავა რადიოეთერით `ქართლოსის ხმა~, რომლის მიზანია ქართულ-ოსურ ურთიერთობებში საინფორმაციო ვა­კუუმის, ურთიერთობების დე ფიციტის აღმოფხვრა, ინფორმაციულ-შემეცნებითი ხასიათის რადიოგადაცემათა თემა მრავალფეროვანი იქნება და მსმენელი მოისმენს როგორც ქართველი, ასევე ოსი ანალიტიკოსების მოსაზრებებს, რიგითი ადამიანების შეხედულებებს ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე. დისკუსია გაიმართება ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგის სხვადსხვა ფორმატში განხილულ თემებზე, რომლებიც ქართულ-ოსურ ურთიერთობებს და ჰუმანიტარული მიმართულების პრობლემების მოგვარებას ეხება. გადაცემაში არ ისაუბრებენ პოლიტიკაზე, აქცენტი ადამიანების ურთიერთობებზე და მათ ყოფით პრობლემებზე გაკეთდება. პროექტი დაფინანსებულია რობერტ ბოშის ფონდმა, გერმან მარშალის ფონდის პროექტის - შავი ზღვის კონსორციუმი რეგიონული თანამშრომლობისთვის ფარგლებში. პირველი გადაცემა "ქალთა სამშვიდობო მოძრაობას" დაეთმო. ეს მოძრაობა ცხინვალსა და სხვადასხვა ქალაქში დიდი ხანია არსებობს, ქალები პერიოდულად მესამე ქვეყანაში იკრიბებიან და სამშვიდობო პროცესებზე მსჯე­ლობენ ხოლმე.

 

დისკუსია ქართველი და ოსი ჟურნალისტების თანამშრომლობის შესახებ. გადაცემის სტუმრები: მამუკა ყუფარაძე და ზურა დვალი

 

  

 

 

 

 

ქალთა სამშვიდობო მოძრაობა

 

  

 

 

 

ზონკარის წყალსაცავი

 

  

 

 

 

 

სავაჭრო ურთიერთობები ერგნეთის ბაზრობა

 

   

 

 

 

 

ქართულ - ოსური და ქართულ - რუსული სამოქალაქო დიალოგი

 

   

 

 

 

 

კულტურული ურთიერთობები ცხინვალის სამხატვრო სასწავლებელი

 

  

 

 

 

რადიო გადაცემები