qartlosi_newsge - ქართლოსი NEWS

იმედის გასაღები

მე დიდი ლიახვის სოფელ აჩაბეთში ვცხოვრობდი. დედასთან ერთად უკვე 9 წელია „ორი ისტორიით“ ვცხოვრობ, რაც ძალაინ რთული, მძიმე და ამავდროულად ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის.

განსაკუთრებული იმიტომ არის , რომ ამ ისტორიის მთავარი ელემენტი , ფასეულობა -„მოგონებებია“ . მოგონებები - საკუთარ სახლზე სახლზე, მშობლიურ  მხარესა და ბავშობაზე..

მოგონებებია ის, რაც ვერ წამართვა 2008 წლის

დაწვრილებით

ახალგაზრდები მუშაობის შედეგებს შეაჯამებენ

ხვალ, 30 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო ,,ვიქტორიას“ სააქტო დარბაზში პროექტის, „ახალგაზრდები ცვლილებებისათვის“ ფარგლებში, გაიმართება კონფერენცია თემაზე „ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება შიდა ქართლის რეგიონში“. დასკვნით ღონისძიებაზე პროექტის წარმომადგენლები, აუდიტორიას განხორციელებული აქტივობების შედეგებს გააცნობენ. ღონისძიებას დაესწრებიან როგორც პროექტის მონაწილეები, ასევე იმ სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ ახალგაზრდების პრობლემებზე.


დაწვრილებით

საუბრები ევროპაზე შიდა ქართლის სოფლებში

პოპულარული ქართული სერიალის “ჩემი ცოლის დაქალების” სცენარის ავტორი, ქეთი დევდარიანი, ჟურნალისტი ირაკი ტაბლიაშვილი და თბილისის  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, 27 სექტემბერს ეწვევიან შიდა ქართლის სოფლებს  - ტირძნისი და ქვემო ხვითი და ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია საუბრებს გამართავენ შემდეგ საკთხებზე: დასავლეთის ქვეყნების მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები, საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი,

დაწვრილებით

სკრის დევნილთა დასახლებაში ახალგაზრდებმა საინფორმაციო ყუთები დადგეს

საინფორმაციო ყუთებში ადგილობრივ მოსახლეობას წერილების ჩაყრა 10 სექტემბრამდე შეუძლიათ.

დაწვრილებით