მთავარი - ქართლოსი NEWS

მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი" პროექტის ,,არა ოკუპაციას" განხორციელებას იწყებს

ხვალ, 24 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის - „არა ოკუპაციას“ პრეზენტაციას დაესწრება.

 

პროექტს მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი” ახორციელებს, რომოლის მიზანიც გორის, კასპისა და თბილისის ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების და მათი არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე, ასევე, რუსეთის ფედერაციიდან

დაწვრილებით

მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი” ვაკანსიას აცხადებს

მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი" 2017 წლის 1 აპრილიდან იწყებს ახალი საერთაშორისო პროექტების განხორციელებას. ამისთვის ორგანიზაცია აცხადებს კონკურსს ERASMUS +  პროგრამების კოორდინატორის თანამდებობაზე.

  • სამუშაო ადგილი: გორი

 

  • სამუშაო დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი 

 

  • განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა:  2017 წლის 26 მარტი

 

  • ანაზღაურება: 470 ლარი

ბონუსი: შერჩეული კანდიდატი მონაწილეობას მიიღებს ორგანიზაციის საერთაშორისო პროგრამებში,

დაწვრილებით

ფილმი და დისკუსია მშვიდობის თემაზე

ორგანიზაცია ,,ქართლოსის" მიერ ნათარგმნი ფილმი ,,მშვიდობა ერთი დღით" გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილმა საზოგადოებამ განიხილა. შეხვედრაზე, რომელსაც ევროკავშირის სპეციალური პრიზის მფლობელი ნინო ჩიბჩიური უძღვებოდა მშვიდობის მშენებლობის პროცესში ჟურნალისტის როლზეც იმსჯელეს. დამსწრეებს, რომელთა დიდ ნაწილს მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ნინო ჩიბჩიურმა ლონდონში მიღებული გამოცდილებაც გაუზიარა. ორი

დაწვრილებით

,,ქართლოსი“ შიდა ქართლში გოგონათა და ბავშვთა უფლებების დაცვას იწყებს

„გოგონათა და ბავშვთა უფლებების დაცვა შიდა ქართლში“ - ამ სახელწოდებით ორგანიზაცია ,,ქართლოსმა“ ახალი  პროექტის განხორციელება დაიწყო. ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტის დამკვიდრება შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ გოგონათა და ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით - ეს არის ძირითადი მიზანი, რომლისკენაც 6 თვის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა იქნება

დაწვრილებით