ახალგაზრდები მუშაობის შედეგებს შეაჯამებენ - ქართლოსი NEWS

ახალგაზრდები მუშაობის შედეგებს შეაჯამებენ

ხვალ, 30 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო ,,ვიქტორიას“ სააქტო დარბაზში პროექტის, „ახალგაზრდები ცვლილებებისათვის“ ფარგლებში, გაიმართება კონფერენცია თემაზე „ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება შიდა ქართლის რეგიონში“. დასკვნით ღონისძიებაზე პროექტის წარმომადგენლები, აუდიტორიას განხორციელებული აქტივობების შედეგებს გააცნობენ. ღონისძიებას დაესწრებიან როგორც პროექტის მონაწილეები, ასევე იმ სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ ახალგაზრდების პრობლემებზე.


პროექტი ,,ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ გორის მუნიციპალიტეტის ორ თემში ფხვენისსა და სკრაში 6 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა PIN-ის (ადამიანი გაჭირვებაში) სოციალური პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოს სამ რეგიონში: იმერეთში, სამეგრელოში და შიდა ქართლში. ტყიბულის, ხონის, ზუგდიდის და გორის მუნიციპალიტეტებშიხორციელდებოდა.

 

 ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია People In Need ახორციელებს  პროექტს „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ოთხ სამიზნე მუნიციპალიტეტში (ხონი, ტყიბული, ზუგდიდი, გორი), რომლის მიზანია სოციალური სერვისების ხელმისაწვდომლობის გაუმჯობესება ადგილობრივ დონეზე საქართველოში.