საუბრები ევროპაზე შიდა ქართლის სოფლებში - ქართლოსი NEWS

საუბრები ევროპაზე შიდა ქართლის სოფლებში

პოპულარული ქართული სერიალის “ჩემი ცოლის დაქალების” სცენარის ავტორი, ქეთი დევდარიანი, ჟურნალისტი ირაკი ტაბლიაშვილი და თბილისის  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, 27 სექტემბერს ეწვევიან შიდა ქართლის სოფლებს  - ტირძნისი და ქვემო ხვითი და ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია საუბრებს გამართავენ შემდეგ საკთხებზე: დასავლეთის ქვეყნების მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები, საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, რა ღირებულებები გვაერთიანებს ქართველებს და ევროპელებს და ა.შ.


შეხვედრებზე ასევე განიხილავენ იმ მითებსა და დეზინფორმაციას, რაც საქართველოში ანტიდასავლური განწყობების შესაქმნელად ვრცელდება. ამას გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციები მოსახლეობას საკუთარ საქმიანობას გააცნობენ და მათი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა საკითხზე გაუწევენ კონსულტაციას.

შეხვედრები გაიმართება არაფორმალურ გარემოში, სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები და სტუმრებთან ერთდ განიხილონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხები. 

შეხვედრები ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.