ბავშვთა და გოგონათა უფლებების დაცვაზე ხვალ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება - ქართლოსი NEWS

ბავშვთა და გოგონათა უფლებების დაცვაზე ხვალ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება

27 მაისს 12:00 საათზე პროექტის „ბავშვთა და გოგონათა უფლებების დაცვა შიდა ქართლში“ ფარგლებში, ქ. გორში, სასტუმრო „ვიქტორიაში“ გაიმართება კონფერენცია თემაზე „ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემა შიდა ქართლში: გამოწვევები და გადაჭრის გზები“.

კონფერენციის მიზანია შიდა ქართლში ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაჟღერება და ამ პრობლემის აღმოფხვრის გზებზე საუბარი სკოლის დირექციის, მასწავლებლების, მშობლების, ადგილობრივი თვითმართველობის და ორგანიზაციების მონაწილეობით. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სახალხო დამცველის სპეციალური წარმომადგენელი და სკოლის მოსწავლეები,რომლებიც წარადგენენ გამარჯვებულ სტატიებს და იმსჯელებენ ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემებზე შიდაქართლში.


პროექტს „ბავშვთა და გოგონათა უფლებების დაცვა შიდა ქართლშიახორციელებს “მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტის დამკვიდრება შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ გოგონათა და ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ:

 

https://www.facebook.com/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98-132075396835077/

პროექტი – „გოგონათა და ბავშვთა უფლებების დაცვა შიდა ქართლში“  საზოგადოება “ბილიკის” და ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია, რომელიც   ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის  ფარგლებში ხორციელდება.

საკონტაქტო პირი: ლანა ფერაძე, პროექტის კოორდინატორი.

Childrenrights2017@gmail.com  (555 13 95 15)