ქეთევან ციხელაშვილი ახალგაზრდებთან ხვალ სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრებს - ქართლოსი NEWS

ქეთევან ციხელაშვილი ახალგაზრდებთან ხვალ სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრებს

16 მაისს, 12 საათზე კასპის „ოკუპაციის მუზეუმი“ ამჯერად სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და 

სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილს უმასპინძლებს.

 

შეხვედრას შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები, სტუდენტები,  ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. სახელმწიფო მინისტრი ისაუბრებს რუსეთსა და საქართველოს შორის ჟენევის მოლაპარაკებებზე, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ.  შეხვედრის დასკვნით ნაწილში გაიმართება დისკუსია, სახელმწიფო მინისტრი უპასუხებს მონაწილეთა შეკითხვებს.


შეხვედრა  პროექტის „არა ოკუპაციას“ ფარგლებში იმართება, რომელსაც „მეგობრობის ხიდი  - „ქართლოსი“,  პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

 

პროექტი „არა ოკუპაციას“ 2017 წლის აპრილიდან მიმდინარეობს და ის მიზნად ისახავს შიდა ქართლის ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას და მათი არაფორმალური განათლების ხელშეწყობას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე, ასევე რუსეთის ფედერაციიდან საქართველოსა და რეგიონის მიმართ შექმნილ საფრთხეებზე და მათი თავიდან აცილების გზებზე.

 

პროექტის ფარგლებში კასპის „ოკუპაციის მუზეუმში“ მსგავსი შეხვედრები უკვე გამართეს, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა და ლიტვის ელჩმა საქართველოში. მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი“, რომელსაც რეგიონში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს, პროექტის ფარგლებში კიდევ 5  შეხვედრას გეგმავს.