ახალგაზრდები ცვლილებების განხორციელებას შინდისის თემიდან იწყებენ - ქართლოსი NEWS

ახალგაზრდები ცვლილებების განხორციელებას შინდისის თემიდან იწყებენ

ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია People in need ახორციელებს პროექტს „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ოთხ სამიზნე მუნიციპალიტეტში ( ხონი, ტყიბული, ზუგდიდი, გორი), რომლის მიზანია სოციალური სერვისების ხელმისაწვდომლობის გაუმჯობესება ადგილობრივ დონეზე საქართველოში.


მიმდინარე წლის 11 მაისს პროექტის „ახალგაზრდები ცვლილებებისათვის“ ფარგლებში, შინდისის თემში, სოფელ ფხვენისში არსებულ საინფორმაციო ცენტრში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მოხდება პროექტის გაცნობა.  შეხვედრას დაესწრებიან: ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, შინდისის თემში არსებული სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები, ახალგაზრდები და დაინტერესებული პირები.

პროექტი „ახალგაზრდები ცვლილებებისათვის“ ხორციელდება PIN- ის სოციალური პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოს სამ რეგიონში: იმერეთში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში;ტყიბულის ხონის, ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტებში.