,,ფეხბურთი შშმ პირთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ" - ქართლოსი NEWS

,,ფეხბურთი შშმ პირთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ"

23.10.2014

,,მეგობრობის ხიდი ქართლოსის“ გორის ახალგაზრდული თვითმმართველობის ჯგუფმა გორის უნივერისტეტის სტადიონზე  მინი ფეხბურთში  მატჩი გამართა.

 

 საფეხბურთო მატჩი FARE-ს ფარგლებში ჩატარდა და მისი სლოგანი იყო ,,ფეხბურთი შშმ პირთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ“. მეგობრულ შეხვედრაში 12 ახალგაზრდა მონაწილეობდა გოგონებიც და ბიჭებიც, მხარდამჭერებად  კი მოწვეეულები იყვნენ ახალგაზრდები და  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
 
FARE-ს აქციის კვირეული 9-23 ოქტომბერს გრძელდება და მასში  მონაწილეობენ 40-ზე მეტი ქვეყნის მოყვარული და პროფესიონალი მოთამაშეები და ეროვნული ნაკრებები.  FARE-ს ძირითადი სლოგანია ,,,ფეხბურთის რასიზმის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ“.