FARE-ს ხაშურის ჯგუფიც შეუერთდა - ქართლოსი NEWS

FARE-ს ხაშურის ჯგუფიც შეუერთდა

22.10.2014

,,ფეხბურთი რასიზმის წინააღმდეგ“ ამ დევიზით გამართეს ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსის“ ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობის ჯგუფის წევრებმა მატჩი  მინი ფეხბურთში.

 

მეგობრული საფეხბურთო მატჩი FARE-ს ფარგლებში ჩატარდა და მასში ახალგაზრდული თვითმმართველობის წევრებთან ერთად მათი მეგობარი ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ.

 
FARE-ს აქციის კვირეული 9-23 ოქტომბერს გრძელდება და მისი ძირითადი სლოგანია ,,,ფეხბურთის რასიზმის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ“.

 

ევროპის ყველაზე ფართომასშტაბიანი ანტიდისკრიმინაციულ მოძრაობაში 40-ზე მეტი ქვეყნის მოყვარული და პროფესიონალი მოთამაშეა ჩართული, მათ სურთ თავისი წვლილი შეიტანონ სიტუაციის გაუმჯობესებაში ფეხბურთის დახმარებით.