FARE-ს კასპის ახალგაზრდული ჯგუფიც შეუერთდა - ქართლოსი NEWS

FARE-ს კასპის ახალგაზრდული ჯგუფიც შეუერთდა

21.10.2014

FARE Action Week - ს ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსის“ კასპის ახალგაზრდული თვითმმართველობის ჯგუფიც შეუერთდს. მინი საფეხბურთო შეხვედრა კასპის ცემენტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სტადიონზე გაიმართა. მეგობრული შეხვედრის სლოგანი იყო ,,კასპი, როგორც ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ახალგაზრდები ამ ინიციატივის მხარდასაჭერად“. 

 

მატჩის შემდეგ გუნდებს თასი გადაეცათ.


საფეხბურთო მატჩი  Football People-ს კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომლის აქტივობებიც 40-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება და ეწინააღმდეგება ყველა სახის დისკრიმინაციას მრავალფეროვანი თამაშების სტილით. მისი ძირითად სლოგანია ,,ფეხბურთის რასიზმის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ“.