ქარელის ახალგაზრდული თვითმმართვლობის ჯგუფი FARE-ს შეუერთდა - ქართლოსი NEWS

ქარელის ახალგაზრდული თვითმმართვლობის ჯგუფი FARE-ს შეუერთდა

21.10.2014

,,მეგობრობის ხიდი ქართლოსის" ქარელის ახალგაზრდული თვითმმართველობის ჯგუფი Football People-ს კვირეულს  შეუერთდა და ქარელში მეგობრული შეხვედრა მოაწყო მინი ფეხბურთში.  საფეხბურთო მატჩში მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფის წევრები და მათი მეგობრები. საფეხბურთო მატჩის  სლოგანი იყო ,,ვუთხრათ დიახ გენდერულ თანასწორობას, მამაკაცებს და ქალებს თანაბარი უფლებები აქვთ“. ღონისძიების ძირითადი სლოგანია ,,ფეხბურთი რასიზმის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ“. 


საფეხბურთო მატჩის შემდეგ მონაწილე გუნდებს თასი გადაეცათ.
 
,,ჩვენ გავმართეთ საფეხბურთო მატჩი ქარელში გენდერულ თანასწორობის მხარდასაჭერად. მატჩში მონაწილეობდნენ გოგონებიც და ბიჭებიც. ისინი ერთად თამაშობდნენ ფეხბურთს, რითაც ხაზი გავუსვით იმას, რომ ქალებს და კაცებს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები გვაქვს. ამ საფეხბურთო მატჩით გვინდოდა საზოგადოებას სტერეოტიპების დამსხვრევაში დავხმარებოდით,“ აღნიშნა ქარელის ახალგაზრდული თვითმმართველობის ჯგუფის კოორდინატორმა ნანუკა ფერაძემ.

Football People-ს აქტოვობების კვირა 40-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება და ეწინააღმდეგება ყველა სახის დისკრიმინაციას მრავალფეროვანი თამაშების სტილით. 
კვირეულში ჩართვას გეგმავენ  გორის და კასპის ახალგაზრდული თვითმმართველობის ჯგუფებიც.