EVS - ქართლოსი NEWS

 შუმანის მოხალისეები-აქტიური მოქალაქე

პროექტის ფარგლებში პოლონეთიდან 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის მაისამდე 10 თვის განმავლობაში ორგანიზაცია ,,ქართლოსში” იყო ორი მოხალისე იარეკ კიევსკი და აგნიეშკა ვიშჩი. მათი პროექტის ძირითადი მიზანი იყო ახალაგაზრდებისთვის არაფომრალური განათლების მიცემა და ინგლისური ენის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში ისინი აკეთებდნენ ,,ქართლოსის“ ახალგაზრდული კლუბის წევრებისთვის პრეზენტაციებს სხვადსხვა თემებზე, როგორიც არის: კულტურათშორისი დიალოგი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ცხოვრება და ინტეგრირება სხვადასხვა საზოგადობებში, ადამიანის უფლბები, ტოლერანტობა, უცხო ქვეყნის კულტურა და ტრადიციები და სხვა. გარდა ამ აქტივობებისა, მათ ჩამოაყალილებს ინგლისური ენის კლუბი სოფელ ნიქოზში, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებს კვირაში  ორი დღე ჰქონდათ უფასოდ ინგლისური ენის კურსები.  მოხალისეები ასევე პერიოდულად აწყობდნენ სხვადასხვა სოციალურ აქტივობებს როგორც ბავშვთა სახლებში, ასევე დასუფთავების აქციებს გარეჯვრის ახალგაზრდულ კლუბის წევრებთან ერთად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

,,ქართლოსის” ახალგაზრდა ჟურნალისტები მშვიდობისათვის

ტომაშ  ბარანეცი სლოვაკეთიდან ორგანიზაცია ,,ქართლოსში” 10 თვის განმავლობაში მუშაობდა 2013 წლის ოქტომრბიდან 2014 წლის მაისამდე. მისი პროექტის ძირითადი მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის  გაეზიარებინა ინფორმაცია კონფლიქტოლოგიის შესახებ სხვადასხვა ქვეყნებში, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტები და სხვა. იგი ამზადებდა პრეზენტაციებს ამ თემებზე და შემდეგ ახალგაზრდებთან მართავდა დისკუსიებს, ასევე ასწავლიდა მათ როგორ უნდა ეწერათ ინგლისურად საგაზეთო სტატიები. გარდა ამის იგი ასწავლიდა ინგლისურ ენას ნიქოზის ახალგაზრდულ კლუბში. ტომაშის პროექტის ერთ-ერთი მიმართულება იყო ასევე კვლევების ჩატარება საზღვრისპირა სოფლებში თუ როგორ ცხოვრობს მოსახლეობა, მათი საჭიროებები და პრობლმები. ეს კვლევები შემდეგ გამოიცა პუბლიკაციის სახით.