ჩვენს შესახებ - ქართლოსი NEWS

საზოგადოებრივი გაერთიანება მეგობრობის ხიდი ქართლოსი დაფუძნდა 2006 წლის 12 მაისს,  მცხოვრები ქართველი და ოსი ახალგაზრდების ერთობლივი ინიციატივით. 2006 წლის 19 ივნისს მეგობრობის ხიდი “ქართლოსი” ოფიციალურად დარეგისტრირდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. ორგანიზაციის რეგისტრაციის ნომერია - #01305/05/0055.

მისია: 
მეგობრობის ხიდი ქართლოსის მისიას წარმოადგენს შიდა ქართლის რეგიონში ადგილობრივი თემების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ცხინვალის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში საკუთარი წვლილის შეტანა და ქართულ ოსურ თემთა  შორის დიალოგის განვითარების ხელშეწყობა.  

ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები
ჩვენი საქმიანობით ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას, დავეხმაროთ მათი პროფესიონალური პოტენციალის განვითარებას და გავაძლიეროთ ახალგაზრდობის ჩართულობა ადგილობრივ ცხოვრებაში.  
ქართლოსს გააჩნია ძლიერი კონტაქტები როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო არასამთავეობო ორგანიზაციებთან. მჭიდროდ თანამშრომლობს სამთავრობო სტრუქტურებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მათ შორის არის: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რეინტეგრაციისსამინისტრო, შიდა ქართლის რეგიონის ხელმძღვანელობა, შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტები, რესუსრ ცენტრები, საჯარო სკოლები, გორის უნივერსიტეტი სხვა.  

2008 წელს ჰუმანიტარულ აქციებში მონაწილების შედეგად ქართლოსმა დახმარება გაუწია ომის მიერ დაზარალებული ადამიანების სხვადასხვა კატეგორიებს.  
ქართლოსს განხორციელებული აქვს სხვადასხვა სახის აქტივობები შემდეგი ფონდების დახმარებით:  ღია საზოგადოება – საქართველო, საქართველოს ქალთა ფონდი, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია “GENEVA CALL”, მსოფლიო ბანკი, CARE, პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი, რომელიც მხარდაჭერილია პოლონეთის განათლებისა და დემოკრატიის ფონდის მიერ (პროგრამა - რეგიონი გარდამავალ პერიოდში (RITA)), პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.  

პროგრამების განხორციელების შედეგები:  
2006 წელს დაფუძნების დღიდან. ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ კონფლიქტის მეორე მხარესთან სამოქალაქო დონეზე მიმდინარე დიალოგსა და მოლაპარაკებებში.  2007 წლიდან ქართლოსი მონაწილეობას იღებს ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის მუშაობაში, რომელშიც მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციები ცხინვალიდან დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციები (დიალოგი ხორციელდება ჰოლანდიური არასამთავრობო ორგანიზაცია IKV PAX CRISTI-ს მხარდაჭერით). 
2008 წლის აგვისტოში ორგანიზაციის წევრებს თავიანთი სოფლის დატოვება და ორი თვის განმავლობაში დევნილთა სხვადასხვა დასახლებებში ცხოვრება მოუწიათ.  ორგანიზაციის წევრებმა ომისგან გამოწვეული სტრესი სრულად განიცადეს საკუთარ თავზე, თუმცა თვით-ორგანიზების მაღალი ხარისხის შედეგად ჩვენ შევძელით დახმარება გაგვეწია ომის მიერ დაზარალებული მოსახლეობის სხვა ჯგუფებისათვის.  უფრო მეტიც, ორგანიზაციის გამოცდილებიდან გამომდინარე გადაწყდა შექმნილიყო კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის, რომელიც იმუშავებდა “დევნილობაში” მყოფ არასამთავრობო ორგანიზაციებთან რათა შესაძლებელი ყოფილიყო დევნილებისათვის უფრო ზუსტი და გამიზნული დახმარების გაწევა.
ორგანიზაციას ექვსი წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს მრავალი ღონისძიება, ჰუმანიტარული აქცია, სამშვიდობო ინიციატივები, საგანმანათლებლო პროექტები, კულტურულ-ათლეტური ღონისძიებები.  მოცემულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ადგილობრივი თემების მობილიზებას და ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო აქტივობის პოტენციალის გაზრდას.