მედიაციის ცენტრი - ქართლოსი NEWS

 კონკურსი  ტრენერთა ტრენინგისთვის - სასკოლო/

                        თანატოლთა მედიაციაში

 

 

გორის მედიაციის ცენტრი აცხადებს კონკურსს „ტრენინგი ტრენერებისათვის - სასკოლო/თანატოლთა მედიაციაში“ 
ტრენინგი მიმართულია სკოლებში დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სასწავლო კურსის დანერგვისა და განვითარებისკენ.
ტრენინგის მიზანია სასკოლო/თანატოლთა მედიაციაში ტრენერების მომზადება და მათთვის პოლონური გამოცდილების გაზიარება, რომელიც ხელს შეუწყობს განათლების სისტემაში მედიაციის, როგორც დავის ალტერნტიული მეთოდის დანერგვას.                   

 
კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები შეისწავლიან და გაეცნობიან სასკოლო მედიაციის ისტორიას, მედიატორების სატრენინგო პროგრამას, სამუშაო მეთოდებსა და მედიაციის პროცესს;


ტრენინგების გავლის შემდეგ მონაწილეები მიღებულ თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ და სკოლებში ჩაატარებენ მოსწავლეებისათვის ტრენინგებს თანატოლთა მედიაციაში. 


ტრენინგი გაიმართება  გორში ( 17-21 მარტი ) .

ტრენინგს გაუძღვებიან საერთაშორისო ექსპერტები პოლონეთიდან. 
სამუშაო ენა: ქართული
ტრენინგის ღირებულება: უფასო
გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი - თანატოლთა/სასკოლო მედიაციაში.

 

ტრენინგი ხორციელდება პროექტის: „კონფლიქტების მოგვარება- სასკოლო/თანატოლთა მედიაცია საქართველოში“ ფარგლებში,  რომელსაც ახორციელებენ  „გორის მედიაციის ცენტრი“ და „მეგობრობის ხიდი - ქართლოსი“ პოლონელ პარტნიორებთან ერთად „სამართლებრივი იტერვენციის ასოციაცია“.  პროექტი დაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის პროგრამის; ცვლილება რეგიონში "RITA"-ს ფარგლებში რომელიც ხორციელდება დემოკრატიის ფონდის მიერ
 
კონკურში მონაწილეობის პირობები:
•    საბაზისო ტრენინგი მედიაციაში
•    100% დასწრება ტრენინგის სრულ კურსზე
•    2 პრეზენტაციის და  2 ტრენინგის ჩატარება თანატოლთა მედიაციაში პროექტის ფარგლებში შერჩეულ სკოლებში.


კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 16 კანდიდატი. შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე - წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე, მეორე ეტაპზე - გასაუბრების შედეგად.


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ავტობიოგრაფია CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: ekamediator@gmail.com; megibibiluri@gmail.com;


საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 1 მარტი, 2015 წელი