საინფორმაციო ცენტრი - ქართლოსი NEWS

შიდა ქართლის  ახალგაზრდების საინფორმაციო საკონცულტაციო ცენტრი

შიდა ქართლის  ახალგაზრდების საინფორმაციო საკონცულტაციო ცენტრი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრობის ხიდი „ქართლოსის“  და „საერთაშორისო დახმარების პოლონური ცენტრი“–ს ერთობლივ ინიციატივას, რომელიც შეიქმნა პროექტ “საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი საქართველოში, შიდა ქართლის სოფლებსა და კომპაქტურად ჩასახლებულ პუნქტებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის” ფარგლებში.
მიზნობრივი  ჯგუფი: 18 დან 35 წლამდე ახალგაზრდები. 
საინფორმაციო ცენტრის   მიზანია: შიდა ქართლში  მცხოვრები ახალგაზრდების  განვითარებისა და თვითრეალიზების  ხელშეწყობა საინფორმაციო  მხარდაჭერის გზით.
ცენტრში ფუნქციონირებს ორი ძირითადი მიმართულება- ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებები.
ფორმალური განათლების  მიმართულება მოიცავს აკადემიური  განათლების მიღების შეასაძლებლობებს  ადგილობრივ და საერთაშორისო  დონეზე, სასწავლო პროგრამებსა  და სტიპენდიებს.
არაფორმალური  განათლების მიმართულებებია : კონფერენციები, სემინარები, ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, სასწავლო ვიზიტები, კონკურსები, სტაჟირებები, პროფესიული მომზადების და და გადამზადების პროგრამები, ინფორმაცია საგრანტო განაცხადების კონკურსების შესახებ
ცენტრის ამოცანებია: 
* ახალგაზრდებს მიაწოდოს ინფორმაცია როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ სხვადასხვა სასწავლო/გაცვლითი პროგრამების შესახებ
* გაუწიოს პროფესიული კონსულტაცია
* სასწავლო პროგრამების მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოს სწავლის მაძიებელთა პირველადი შერჩევა და კონკრეტული კანდიდატურების შეთავაზება
* რეზიუმეს, (CV), სამოტივაციო წერილის, სააპლიკაციო ფორმების შედგენა, შევსებაში დახმარება და ადრესატისათვის გადაგზავნა. 
  ცენტრი  მუშაობს ქალაქ გორში  და დაკომპლექტებულია პროფესიული სპეციალისტებით რომლებიც დაინტერესებულ პირებს უწევენ კონსულტაციას. 
აღნიშნული ფუნქციების შესრულებისათვის  ცენტრს გააჩნია შესაბამისი საინფორმაციო ბაზა, სასწავლო პროგრამებისა და NGO პროგრამების  შესახებ. 
ცენტრში დამატებითი ინფორმაციის  მისაღებად საკონსულტაციო  დღეებია — ორშაბათი-ოთხშაბათი 11:00 — 17:00 საათამდე. 
სასწავლო  პროგრამების შესახებ ინფორმაციის  მოძიება შეგიძლიათ როგორც უშუალოდ ცენტრთან დაკავშირებით ქვემოთ მითითებულ ნომრებზე, ასევე ჩვენი ვებგვერდის www.qartlosi.org საშუალებით.