მოძრავი კინოთეატრი - ქართლოსი NEWS

მოძრავი კინოთეატრი
პროექტი „მოძრავი კინოთეატრი“ განხორციელდა ცხინვალის შეიარაღებული კონფლიქტის ზონის მიმდებარე 19 სოფელში.  პროექტის განმახორციელებელმა გუნდმა ორგანიზება გაუკეთა ანიმაციური ფილმებისა და მხატვრული ფილმების ჩვენებას სოფლებში მცხოვრები სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისათვის.  ანიმაციური ფილმებისა და მხატვრული ფილმების ბიბლიოთეკა მეტად მრავალფეროვანი იყო და თემატიკა შეიცავდა მშვიდობის შენების პროცესს; ახალგაზრდობის ყოველდღიურ ცხოვრებას; სოციალურ პრობლემებს - ამ პრობლემების გავლენას ახალგაზრდობაზე და ახალგაზრდობის როლს სოციალური პრობლემების მოგვარებაში; ცნობილი ადამიანების ცხოვრება (მშვიდობის შენების პროცესზე განსაკუთრებული აქცენტით); ახალგაზრდობის და ბავშვების თვალით დანახული მსოფლიო და ა.შ.  სოფლებში ყოველი ჩვენება ძალიან პოზიტიურად იქნა აღქმული განსაკუთრებით, კი 6-14 წლის სკოლის მოსწავლეების მიერ.  მათთვის ეს იყო რეალური შანსი ენახათ ის ანიმაციური და მხატვრული ფილმები, რომლებიც ძალიან მოსწონთ.  ჩვენებების დროს ასევე განხორციელდა ღია დისკუსიები ფსიქოლოგების მონაწილეობით.  
შედეგები და მიღებული გამოცდილება:  
•    მოძროვმა კინოთეატრმა დაამტკიცა რომ ის არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მექანიზმი ადგილობრივი მოსახლეობის კულტურულ აქტივობებში ინტეგრაციისათვის და შედეგად ჩვენებებმა ხელი შეუწყო ნდობის ფორმირებასა და განვითარებას სამიზნე სოფლებში.  
•    მოძრავი კინოთეატრი ასევე სასარგებლო იყო როგორც სასწავლო ინსტრუმენტი და ახალი/საინტერესო ინფორმაციის პოპულარიზაციისათვის.  
•    ადგილობრივ ახალგაზრდობასთან თანამშრომლობისა და განხილვების შედეგად გადაწყდა თემატური ჩვენებების გაგრძელება და ყურადღების კონცენტრირება შემდეგ თემებზე:  ახალგაზრდობა მასმედია; შიდსი და ნარკოტიკები; რეპროდუქციული ჯანმრთელობა; ჯანმრთელი ცხოვრების სტილის ხელშეწყობა; ტოლერანტობა; სოფლის მეურნეობა.  ასევე შეირჩა ადამიანთა კონკრეტული კატეგორიები, რომლებისთვისაც უნდა ჩატარდეს ჩვენებები - ჟურნალისტები, იურისტები, ფერმერები, ახალგაზრდა დედები.