განათლება განვითარებისათვის - ქართლოსი NEWS

პროექტი “განათლება განვითარებისათვის”

74350_151096124933004_132075396835077_261167_2279417_n-webპროექტი “განათლება განვითარებისათვის”  მთავარი მიზანი იყო შიდა ქართლის რეგიონის სკოლების მხარდაჭერა, იაფი მეთოდებით სწავლის დონის ამაღლების სფეროში სკოლის პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის მასწავლებლებისთვის თანამედროვე ექსპერიმენტარული გაკვეთილების ჩატარების გზით უნარების გადაცემა. შიდა ქართლის საჯარო სკოლებში ქიმიის , ფიზიკისა და ბიოლოგიის თანამედროვე სტანდარტებით სწავლება დაინერგა. 
პირველ ეტაპზე 12 პედაგოგს ჩაუტარდა ტრენინგი ტრენერებისათვის პროფესიული კუთხით. 
სსიპ გორის №3 სკოლაში სატრენინგო ცენტრი შეიქმნა საბუნებისმეტყველო საგნების ინტერაქტიული სწავლებისათვის, სადაც საშუალება მიეცათ საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლებს გამოიყენონ ცენტრში არსებული რესურსები, ტელესკოპი, ნანოტექნოლოგიების მასალები , მცირე ლაბორატორია და ა.შ.
 
შიდა ქართლის მასშტაბით ტრენინგ ცენტრში კვალიფიციური ტრენერების მიერ მოხდა 120 მასწავლებლის გადამზადება, მასწავლებლისთვის ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგი, რომლის მიზანი იყო მონაწილეები მოემზადებინა ექსპერიმენტალური გაკვეთილების დამოუკიდებლად ჩატარებისთვის. გარდა ამისა, ცენტრის ტრენერებმა 3 პრეზენტაცია ჩაატარეს 180 საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლისთვის სამცხე-ჯავახეთის 3 რაიონში, ახალციხის 5 სკოლაში, 1 სკოლაში და ბორჯომის 1 სკოლაში. სამცხე–ჯავახეთში მოღვაწე პედაგოგებს გაუზიარეს მათ სკოლებში სწავლების ახალი მეთოდების დანერგვასთან დაკავშირებული საკუთარი გამოცდილება და უნარები.
პროექტის ფარგლებში გორში გაიმართა კონფერენცია „ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილი“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მასწავლებლებმა შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ყველა რაიონიდან. გარდა ტრენინგებისა, რომლებიც შეეხებოდა საბუნებისმეტყველო საგნების გაკვეთილებზე ბავშვებთან მუშაობის მეთოდებს, ასევე ჩატარდა სესია, რომელზეც შეჯამდა პროექტის შედეგები და განიხილა განათლების განვითარების სფეროში პოლონურ-ქართული თანამშრომლობის მომავალი მიმართულებები. აღსანიშნავია, რომ 30 აქტიურ სკოლას გადაეცა სპეციალური ე.წ. “Magic Box”, რომელიც დაეხმარება მასწავლებლებს საინტერესო და სახალისო გაკვეთილების მომზადებაში.

პროექტის ფარგლებში შექმნა
ვებ გვერდი: „განათლება განვითარებისთვის“
ბლოგი „ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილი“
სამომავლო გეგმები:
• პროექტის შემდეგ ეტაპზე ტრენერების მიერ გამოცდილების გაზიარება საქართველოს სხვა რეგიონებში
• ტრენინგ ცენტრის განვითარება
• პლანეტარიუმი
• „ინოვაციების ცენტრის შექმნა“