ახალგაზრდობა მოქმედებაში - ქართლოსი NEWS

შიდა ქართლის ახალგაზრდობის განვითარების პროგრამა

პროექტის მნიშვნელობა:  

შიდა ქართლის ახალგაზრდობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ განსაკუთრებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.  სამხედრო მოქმედებების შემდგომ მათ უწევთ ახალ რეალობასთან ადაპტირება, ხოლო მათი ფსიქოლოგიური, საგანმანათლებლო და კულტურული მხარდაჭერა ძალზე შეზღუდულია.  კერძოდ, მეტად შეზღუდულია მათი თვითრეალიზაციის შესაძლებლობები და მათი მუდმივი საცხოვრებელ ადგილას კარიერული განვითარების არარსებობა.  ადგილობრივად საკუთარი ადგილის პოვნის შეუძლებლობის გამო ახალგაზრდობა ცდილობს გადავიდეს საცხოვრებლად გორში, თბილისში, ან საზღვარგარეთ.  

რა გაკეთდა:  

პროექტი შეიქმნა შიდა ქართლში მცხოვრები 40 ახალგაზრდის სოციალური ინტეგრაციის და გაძლიერების მიზნით და მათი დასაქმების უნარების და დამატებითი განათლების მისაწოდებლად.  განხორციელდა ორი 4-დღიანი ტრეინინგი რათა ამაღელებულიყო პროექტის ბენეფიციარების უნარები დასაქმებიდა და საგანმანათლებლო პროგრამებში წარმატებული მონაწილეობის მიზნით.  პროექტის მონაწილეებთან მუშაობა გაგრძელდა ტრეინინგების შემდგომაც.  დაინტერესებულ პიროვნებებტან განხორციელდა კონსულტაციები და მათ მიეწოდათ ინფორმაცია ფორმალური და არაფორმალური (ალტერნატიული) განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობის შესახებ და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურების და კვლევითი და უმაღლესი განათლების ინსტიტუტების (საქართველოსა და საზღვარგარეთ) მიერ ორგანიზებული ვორქშოპების, სემინარების, ტრეინინგების და სტიპენდიის პროგრამების შესახებ.  

პროექტის შედეგები:  

    40-მდე სკოლისა და უნივერსიტენტის სტუდენტმა მიიღო პრაქტიკული უნარი ჩV/რეზუმეს, სამოტივაციო წერილის შექმნაში და სხვა უნარები საგანმანათლებლო პროგრამებში წარმატებული მონაწილეობისათვის.  

    ტრეინინგის შემდეგ მათ გააგრძელეს კომუნიკაცია „ქართლოსის“ გუნდთან.  დაინტერესებული პირები მონაწილეობას იღებდნენ „ქართლოსის“ აქტივობებში.  შეოიქმნა ყველაზე აქტიური მონაწილეების ახალგაზრდული ჯგუფი.  ასევე შეიქმნა ჟურნალისტურ საქმიანობაში დაინტერესებულ პირთა ჯგუფი.  

    4-მა ახალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო 7 საერთაშორისო ტრეინინგში და ახალგაზრდულ, გაცვლით პროგრამებში სომხეთში, პოლონეთში, გერმანიაში და რუმინეთში.  

    დაახლოებით 30-მა ახალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე ორგანიზებულ დაახლოებით 11 ღონისძიებაში.  ტრეინინგების მონაწილეები იღებენ არა მარტო თეორიულ, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებასაც.  

უკუკავშირი მონაწილეების მხრიდან:  

-    ტრეინინგზე ბევრი საინტერესო რამ გავიგე.  მე მივიღე არა მარტო სასარგებლო პრაქტიკული ინფორმაცია, არამედ ასევე დამეხმარა სოციალურ ინტეგრაციაში.  მე ვისწავლე სხვისი აზრის პატივისცემა და ასევე ჩემი საკუთარი აზრის ადვილად გამოხატვა.  

-    ასეთი სახის ტრეინინგები ახალ შესაძლებლობებს უქმნის ახალგაზრდობას, განსაკუთრებით კი სოფლებში მცხოვრებთ.  ჩვენ მივიღეთ საჭირო ინფორმაცია.  ჩვენ შევხვდით საინტერესო ადამიანებს, რომლებთანაც იმედი მაქვს გავაგრძელებთ კომუნიკაციას.  

-    ტრეინინგმა ნამდვილად შემიქმნა ახალი შესაძლებლობები.  ახლა მე ვიცი თუ როგორ მივიღო მონაწილეობა საერთაშორისო ტრეინინგებში და ვიყო წარმატებული.  ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ შევძლებდი საზღვარგარეთ წასვლად და ჩემი ქვეყნის წარმოდგენას; ეს იყო ჩემთვის დაუვიწყარი გამოცდილება და შემმატა თვითდაჯერებულობა.  ჩვენ უნდა გამოვიყენოთ რესურსები, რომლებიც ჩვენს გარშემო არსებობს.