ბავშვების თვალით დანახული მომავალი - ქართლოსი NEWS

ჩვენ თვითონ გავაფერადოთ ჩვენი სიცოცხლე

პროექტის მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით, კი სკოლის მოსწავლეთა და ახალგაზრდების ინტეგრაცია მათ გარშემო არსებული გარემოს შეცვლის პროცესში, მათი კრეატიული პოტენციალის მეშვეობით.  
ხატვის კონკურსი ჩატარდა გორის რაიონის სხვადასხვა დასახლებაში.  ბავშვებს გადაეცათ ფანქრები, აკვარელი, სახატავი ფურცლები და ა.შ.  ხატვის დაწყებამდე ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს წინასწარ გაცნობით ვორქშოპებში მშვიდობისა და ტოლერანტობის თემებზე.  ბავშვებს მიეცათ საშუალება დაეხატათ ნამუშევრები თემაზე - „ ბავშვების თვალით დანახული მომავალი.“  მთლიანობაში შეგროვდა ბავშვების მიერ შექმნილი დაახლოებით 80 ნახატი.  შერჩეული იქნა 10 საუკეთესო ნახატი, რომლებიც დასკანერდა და გადაეგზავნა ჩვენს პარტნიორებს ცხინვალში.  ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად შერჩეული იქნა 12 ნახატი, რომლებიც გამოყენებული იქნა კალენდრის დიზაინის შესაქმნელად.  საბოლოოდ გამოიცა და გავრცელდა კონფლიქტისა და ომის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებში მცხოვრები ბავშვების ნახატების საფუძველზე შექმნილი კალენდრები.  პროექტის საბოლოო ეტაპზე გორის ბაღში მოიხატა კედელი.  აქცია განხორციელდა პოლონელ ტინეიჯერებთან ერთად.  
პროექტმა ხელი შეუწყო პოზიტიური, კრეატიული აზროვნების გააქტიურებას პროექტში მონაწილე ბავშვების/ახალგაზრობას შორის.  ხელოვნებასთან დაკავშირებული პროექტები მეტად მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე, განსაკუთრებით კი ბავშვებისათვის.  ხატვის კონკურსების ჩატარებას რამოდენიმე მიზანი აქვს - ერთის მხრივ ეს არის გარკვეული არტ-თერაპია ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ბავშვებისათვის და მეორეს მხრივ ეს არის კარგი სასწავლო ინსტრუმენტი მშვიდობისა და ტოლერანტობის იდეის პოპულარიზაციისათვის.  აქედან გამომდინარე ჩვენ მომავალშიც განვახორციელებთ ასეთ პროექტებს.