გაზეთი ქართლოსი - ქართლოსი NEWS

გაზეთი „ქართლოსი“


გაზეთი გამოიცემა ქართლოსის მიერ ცხვინვალში არსებულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.  გაზეთის მთავარი დანიშნულებაა პოზიტიური საინფორმაციო სივრცის ფორმირების ხელშეწყობა, ქართულ და ოსურ საზოგადოებებს შორის ურთიერთკომუნიკაციის განვითარება, რადგანაც ისინი წარმოადგენენ ქართულ-ოსური კონფლიქტისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მთავარ მხვერპლს.  
გაზეთი უფასოდ ვრცელდება ქართველებისა და ოსების (და შერეული ოჯახების) კომპაქტურ დასახლებებში საქართველოს ტერიტორიაზე (ძირითადად შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, კახეთში) ცხვინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური დასახლებების ჩათვლით.  გაზეთის რუსულენოვანი ვერსია იგზავნება ცხინვალში, ახალგორში და ვლადიკავკაზში.  
გაზეთის სამიზნე ჯგუფებია ქართული და ოსური თემების წარმომადგენლები და შერეული ოჯახები რომლებიც ამჯამად ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ (მათ შორის არიან იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები 89-92 წლებში მომხდარი ძალადობის „პირველი ტალღიდან“ და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ.)  
გაზეთში გამოქვეყნებული მასალების და სტატიების კონტენტი აშუქებს ქართულ-ოსური ურთიერთობებისა და ქართული და ოსური საზოგადოებების სხვადასხვა ასპექტებს:  
-    ქართულ და ოსურ საზოგადოებებში კულტურის, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტის და სხვა სფეროებში მოღვაწე ცნობილი ადამიანების შესახებ სტატიები და ამ ადამიანების წვლილის შესახებ ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების საქმეში; 
-    განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მუდმივ რუბრიკას - „ქართულ-ოსური შერეული ოჯახები“; 
-    კულტურული მემკვიდრეობა - მოთხრობები, ლექსები და სხვა სახის ლიტერატურული ნამუშევრები, სტატიები საერთო ისტორიული ძეგლებისა და პიროვნებების შესახებ, რომლებიც ფასეულობას წარმოადგენენ ორივე საზოგადოებისათვის; 
-    ინფორმაცია სამოქალაქო დიპლომატიის დონეზე ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარებისათვის გამიზნული აქტივობების შესახებ.  

რეპორტაჟები (ფოტოსურათების თანხმებით) სხვადასხვა სოფლებიდან, თემების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ და ადგილობრივი პრობლემების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ მონაწილეობს ადგილობრივი მოსახლეობა ამ პრობლემების მოგვარების პროცესში.  
დღეისსათვის გაზეთი არის რეალური საკომუნიკაციო ხიდი ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს შორის.