თანამშრომლები - ქართლოსი NEWS

        მეგი ბიბილური 


საზოგადოებრივი კავშირი „მეგობრობის ხიდი - ქართლოსის“ დამფუძნებელი; 


2008 წელს კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის დამფუძნებელი;
 ქართულ - ოსური ფორუმის დამფუძნებელი;
 2012 წელს საქართველოს მედიაციის ცენტრის დამფუძნებელი. 
წიგნის „ომის სხვა სახე“ ავტორი; 
გაზეთის „ქართლოსი“ დამფუძნებელი და რადიოს „ქართლოსის ხმა“ რედაქტორი; 
2013 წლიდან კოალიციის ქალთა პოლიტიკური ჩართულობისთვის კოორდინატორი. 
დამთავრებული აქვს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, შემდგომ  სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტში კონფლიქტოლოგიის მიმართულებით. 
ამჟამად გახლავთ პოზნანის ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის დოქტორანტი და დავების ალტერნატიული მოგვარების საერთაშორისო ცენტრის წევრი. მუშაობს კვლევაზე კონფლიქტის მოგვარების ალტერნატიულ მეთოდებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. 
ამას გარდა არის სხვადასხვა პროექტის, სტატიის, კვლევის, ტრენინგის სახელმძღვანელოს ავტორი. კატო მიქელაძის პრემიის ნომინანტი; პრემიის ”ახალგაზრდა ქალები-მშვიდობის მშენებლები კავკასიაში”ლაურეატი. 
მშვიდობის მშენებლობა მისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რის განხორციელებასაც იგი პროფესიულად და გულმოდგინედ ცდილობს.

 

 

 

http://qartlosi.org/cms/media/image_page/1479326134.pngნინო ჩიბჩიური:

 

პროფესიით ჟურნალისტი, 2005 წლიდან დღემდე ამ სფეროში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

 

ამჟამად არის, არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსის“ საინფორმაციო განყოფილების მენეჯერი. ხელმძღვანელობს ასევე რადიო სტუდიას ,,ქართლოსის ხმა“.

პარალელურად, მუშაობს ჟურნალის ,,ლიახვის ხეობა“ რედაქტორად, გორის სათემო რადიო ,,მოზაიკას“ ახალი ამბების ხელმძღვანელად,  არის ,,ქართული მედია ჯგუფის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (iwpr) რეპორტიორი შიდა ქართლის რეგიონში. ,,ფაქტ-მეტრის" ანალიტიკოსი შიდა ქართლში.

პროფესიული საქმიანობის მიმართულებით 2005-2016 წლებში არის სხვადასხვა პრიიზისა და ჯილდოს მფლობელი, მათ შორის 2015 წელს, მინიჭებული აქვს ევროკავშირის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში, რომლის ფარგლებშიც ერთ თვიანი სტაჟირება გაიარა ლონდონში.

კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდა ასევე ორკვირიან სტაჟირებაზე პოლონეთის მედისაშუალებებში.

ინტერესის სფეროს წარმოადგენს კონფლიქტების თემა, რომლის შესახებაც სახალხო დიპლომატიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში ცხინვალელ კოლეგებთან ორჯერ მიიღო მონაწილეობა კოსოვოსა და მოლდოვაში.

ის არის ასევე NIMD(ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებული, რომლის ფარგლებშიც 2012-2016წლებში განახორციელა 3 პროექტი დემოკრატიული პრინციპების ადგილზე დამკვიდრებისა და გაღრმავების მიზნით. ამავე ორგანიზაციის კონკურსში გახდა საუკეთესო ესსეს ავტორი შიდა ქართლიდან და მონაწილეობა მიიღო ეგვიპტის კომფერენციაში. 

 

 

 

        ნანა ფერაძე

 

2014 წლიდან არის პროექტის  „ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება რეგიონულ დონეზე საქართველოში“კოორდინატორი, ამავდროულად დებატების სკოლის ტუტორი.


2008-2014 წლებში მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში ფსიქოლოგად, თემის მობილიზაციის სპეციალისტად, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერად, ტრენერად, ჟურნალისტად. ჩატარებული აქვს რამდენიმე მცირე კვლევა გენდერის თემაზე.
მონაწილეობდა არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში. მათ შორის 2013 წელს პროექტში „School for Political Leaders of the Eastern Partnership”.
დამთავრებული აქვს NIMD-ის დემოკრატიის  სკოლის  სრული კურსი; 
დაამთვრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფსიქოლოგის პროფესიით. ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამის მაგისტრი.      

 

 

 

     თინათინ მახათაძე

 

2014  წლიდან პროექტის  ,,ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება რეგიონალურ დონეზე საქართველოში“ ხაშურის კოორდინატორი.


2011 -2014 წლებში იყო ,,მეგობრობბის ხიდი ქართლოსის“ მოხალისე.

2014 წლიდან  მოხალისეთა ქსელის ,, ახლა   ჩვენი დროა - მოხალისეთა ქსელის შექმნა საქართველოში“ ერთ-ერთი ლიდერი.

2012 წ -  პროექტის VIP LIDERSHIP მონაწილე.

2010 წლიდან სწავლობს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტში ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობაზე. 

2014 წლიდან სწავლობს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნების და მეცნიერების ფაკულტეტზე, ფოტოგრაფიის სპეციალობაზე ( პროფესიული).