დასკვნითი კონფერენცია მასწავლებელთა სახლში - ქართლოსი NEWS

დასკვნითი კონფერენცია მასწავლებელთა სახლში

15 ნოემბერს მასწავლებელთა სახლში პროექტის „დებატების სკოლა 2014“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო საზოგადოებრივი კავშირის მეგობრობის ხიდი “ქართლოსი” და პოლონური ორგანიზაცია „საერთაშორისო განათლების ცენტრის“ მიერ. 


კონფერენციაზე, პროექტის მონაწილე თექვსმეტივე საჯარო სკოლაში ჩატარებული სამუშაოების პრეზენტაცია გაკეთდა. მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და ტუტორებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ თითოეულ სკოლაში მოსწავლეებს ორი თვის მანძილზე ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები უტარდებოდათ, გაეცვნენ დებატების ხელოვნებას, ისწავლეს პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარების ხერხები. თითოეულ სკოლაში გამოავლინეს პრობლემები, რომლებზეც გამართეს დებატები და დასახეს მათი მოგვარების გზები. 

გარდა ამისა გაკეთდა კვლევის პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა მოსწავლეთა თვითმმართველობის მუშაობას საჯარო სკოლებში. კონფერენციის დასასრულს შეჯამდა პროექტის აქტივობები, ტრენერებმა პოლონურ პარტნიორ ორგანიზაციას გამოცდილება და რეკომენდაციები გაუზიარეს, რაც სამომავლოდ იქნება გათვალისწინებული.

პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის ,,დემოკრატიის ხელშეწყობა" ფარგლებში.