დებატები აფენის საჯარო სკოლაში - ქართლოსი NEWS

დებატები აფენის საჯარო სკოლაში

2 ნოემბერს, აფენის მეორე საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ფინალური დებატი გამართეს. სადებატო თემას მოუწესრიგებელი სველი წერტილები წარმოადგენდა და "უკეთესი გადაწყვეტილების" ფორმატში საბოლოო შეთანხმებასაც მიაღწიეს - სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრობლემა 2015 წლის ბოლომდე მოგვარდება. ადვოკატირების პროცესში მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთვებიან.


ისევე როგორც პროექტის მონაწილე სხვა სკოლებში, აფენის მე-2 საჯარო სკოლაშიც მუშაობა სამი თვის მანძილზე მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში ტრენერებმა ნანუკა ფერაძემ და ლევან გახოკიამ მოსწავლეებს დებატების ტექნიკების, სკოლის პრობლემების დიაგნოსტრების და ადვოკატირების პროცესის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 

პროექტი "დებატების სკოლა 2014" დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის „დემოკრატიის ხელშეწყობა“ ფარგლებში და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.