დებატები გორის მეორე საჯარო სკოლაში - ქართლოსი NEWS

დებატები გორის მეორე საჯარო სკოლაში

31 ოქტომბერს, გორის მეორე საჯარო სკოლაში ფინალური დებატი გაიმართა, რომელსაც სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად ქალაქ გორის მერი, ზურაბ ჯირკველიშვილიც ესწრებოდა. 

„უკეთესი გადაწყვეტილება“ - ასე ერქვა დებატების ტიპს და მოსწავლეებმა საკუთარი არგუმენტები ორი პრობლემის ირგვლივ დაასახელეს. პირველი გუნდი მთავარ პრობლემად სკოლის შიდა ინტერიერის და დაზიანებული იატაკის გამართვას ასახელებდა, მეორე გუნდი კი სპორტული ინფრასტრუქტურის და მოედნის მოწესრიგებას მიიჩნევდა უფრო პრიორიტეტულად. ორივე მხარემ დაასახელა საკუთარი არგუმენტები. საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რომელი პრობლემის მოგვარებაზე იმუშავებს გუნდი, ხვალ 1 ნოემბერს, შემაჯამებელ შეხვედრაზე გახდება ცნობილი.

როგორც აღინიშნა დებატს ქალაქ გორის მერი, ზურაბ ჯირკველიშვილიც ესწრებოდა. დებატის ბოლოს მან მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და ქალაქის ბიუჯეტის შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარება აღუთქვა.

პროექტი "დებატების სკოლა 2014" დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის „დემოკრატიის ხელშეწყობა“ ფარგლებში და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება