დებატები თელავის მესამე საჯარო სკოლაში - ქართლოსი NEWS

დებატები თელავის მესამე საჯარო სკოლაში

20 ოქტომბერს თელავის N3 საჯარო სკოლაში.ფინალური დებატი ჩატარდა, რომელშიც 12 მოსწავლე მონაწილეობდა.

"მომხრე მოწინააღმდეგის" ფორმატში მოსწავლეებმა იდებატეს იმის შესახებ, უნდა განთავსდეს თუ არა სკოლის შენობასთან ტრაფარეტი, რათა ბავშვები უსაფრთხოდ გადაადგილდნენ. ორივე მხარემ წარმოადგინა არგუმენტები. გაირკვა, რომ მეორე ჯგუფს სურდა ე.წ. "ბუგორის" დამაგრება, მანქანების სვლის შესაჩერებლად, პირველი ჯგუფი კი მიიჩნევდა, რომ ტრაფარეტის დადგმა იყო აუცილებელი.

დებატი საკმაოდ ემოციურად წარიმართა, თუმცა ახალგაზრდები ჯანსაღი არგუმენტებით ამყარებდნენ თავიანთ გამოსვლებს, დასასრულს ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ აუცილებელია მაქსიმალურად იქნას დაცული უსაფრთხოება. 

"ეს არის საკითხი, რაც ყველას გვაღელვებს"- აღნიშნეს პედაგოგებმაც. შედეგებზე კი დებატის მონაწილეები, მათი მეგობრები და სკოლის ადმინისტრაცია ერთობლივად იზრუნებს