ტუტორები - ქართლოსი NEWS

 

 

ივეტა გოგავა გოგავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის სამაგისტრო პროგრამის „ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში“ კურსდამთავრებული. იგი გახლავთ სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი პოლიტიკური მეცნიერების განხრით.

ივეტამ წარმატებით დაასრულა სტაჟირება ბთკკ-პოლიტიკური კვლევის ჯგუფში, პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის (G-PAC) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ფარგლებში და ფინანსდება USAID-ის მიერ. ის აგრეთვე იყო თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსის, პოლიტიკური იდეოლოგიების, ასისტენტი. კურსს კითხულობს კორნელი კაკაჩია, პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

ივეტა იყო ასისტენტ-თარჯიმანი პროექტში  „პარტიული პოლიტიკის სწავლების გაუმჯობესება საქართველოში“ და მოამზადა სამაგისტრო კურსი პოლიტიკურ მეცნიერებებში. პროექტი ხორციელდებოდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის უნივერსიტეტების დახმარების გრანტის ფარგლებში.

რაც შეეხება მის სამოქალაქო საქმიანობას,  ივეტა გახლდათ პროექტის „კულტურათაშორისი სემინარი: ახალი სამხრეთ კავკასიელები - ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ მენეჯერი. პროექტი განხორციელდა „ჩაერთე! 2011“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც მხარი დაუჭირა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა, რობერ ბოშის ფონდმა და თეოდორ-ჰოის კოლეგმა. ივეტამ ასევე გაიარა ერთკვირიანი სტაჟირება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ინსტიტუტში (ერევანი, სომხეთი) ერთიანი სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. ის იყო მოწვეული ტრენერი ეროვნულ ტრენინგ-კურსში “ადამიანის უფლებების საქართველოს ყველა სკოლის მოსწავლისთვის”, რომელიც განხორციელდა 27-30 სექტემბერს საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის მიერ ევროსაბჭოს ახალგაზრდული დეპარტამენტის მხარდაჭერით; ივეტა დაესწრო მიტოსტის მეათე საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც გაიმართა 3-7 ოქტომბერს რუსეში (ბულგარეთი) და ჩაატარა ვოკრშოპი თემაზე „მოხალისეობა და მისი გამოწვევები“.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, ივეტამ თარგმნა ინგლისური მასალები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამისთვის. მან წარმატებით გაიარა სტაჟირება საქართველოს პარლამენტში, აგრეთვე იყო მკვლევარის ასიტენტი ქართული საპარლამენტო სისტემის საკითხებში, რომელიც დაფინანსდა ვესტმინსტერის კონსორციუმის პროგრამის მიერ. 

ლანა ხეხელაშვილი

მე, ლანა ხეხელაშვილი დავიბადე 1990 წლის 30 იანვარს ქ.მარნეულში.   1996 წელს შევედი და 2007 წელს  ფრიადზე დავამთავრე მარნეულის მე-5 სჯარო სკოლა . იმავე წელს ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებით, მეორადი სპეციალობა ინგლისური ენა და ლიტერატურა.  2012 წელს სრული დაფინანსებით ჩავირიცხე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.
2005-2008 წწ ვიყავი ორგანიზაცია World Vision Georgia-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და შიდსის პროგრამაში თანატოლგანმანათლებლად, ამავე პროგრამაში დღემდე ვარ ტრენერი. 2008 წელს მეგობრებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ხედვა“, რომელც დღემდე მუშაობს ახალგარზდებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში „ცხოვრების ჯანსაღი წესის“ თემატიკასთან დაკავშირებით ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზების გზით. გარდა ამისა ვმუშაობდი ინგლისურის პედაგოგად შაუმიანის დევნილთა დასახლებაში არსებული „შაუმიანის სათემო განათლების ცენტრში“ 2010-2011 წწ.  2011 წლიდან დღემდე ვმუშაობ მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფ.ალავრის აზერბაიჯანულ სკოლაში ინგლისურის პედაგოგად. ასევე ვარ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელი მარნეულში. ამჟამად ვარ ტუტორი არსამთავრობო ორგანიზაცია“მეგობრობის ხიდი ქართლოსი“-ს და პოლონური სამოქალაქო განვითარების ფონდის ერთობლივ პროექტში „დებატების სკოლა“. ეს არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი არა მხოლოდ პროექტში მონაწილეთათვის, რომლებიც უშუალოდ იღებენ სარგებელს მონაწილეობით, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოება, რომელსაც პროექტი შემატებს ანალიტიკური აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე წევრებს, პროექტში მონაწილე მოსწავლეების სახით.

 

ლევან გახოკია

„მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არ არის პროექტი პროექტისთვის, ეს არის პროექტი, რომელიც ორიენტირებულია შედეგებზე და სადაც აცნობიერებ, რომ შენ, ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე მონაწილეობას იღებ სკოლის ცხოვრების განვითარებაში, ამასთან ერთად, შენც ვითარდები პიროვნულად - დებატების სკოლაში ჩართულობამ  ახალგაზრდებთან ურთიერთობა გამიადვილა და ერთი ორად გაზარდა ჩემი, როგორც ტრენერის შესაძლებლობები. მინდა წარმატებები ვუსურვო ზოგადად პროექტს და თითოეულ ადამიანს, რომელიც მონაწილეობას იღებს მის დაგეგმვასა თუ განხორციელებაში“ - ლევან გახოკია, „დებატების სკოლის“ ტრენერი.
 

ლევანი თეატრმცოდნეა, 2012 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში კულტურის მენეჯმენტს სწავლობს. არის არასამთავრობო ორგანიზაცია "არტ-თაობის" და ტურისტული კომპანია "Itours-Georgia"-ს დამფუძნებელი, განხორციელებული აქვს არაერთი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო პროექტი, იყო „ევროპის სტუდენტთა ფორუმი - თბილისის“ პროექტების მენეჯერი, პერიოდულად აქვეყნებს რეცენზიებს ჟურნალ-გაზეთებში.

უკვე მეორე წელია რაც „დებატების სკოლის“ პროექტში მონაწილეობს, ამჟამად აფენის 1-ელ და მე-2 საჯარო სკოლებში ატარებს ტრენინგებს.

 

 

მარიამ ბერიანიძე

„ვფიქრობ „დებატების სკოლას“, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 3 თვეს გრძელდება, შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს პროექტში ჩართულ ახალგაზრდებზე გრძელვადიან პერსპექტივაში" - მარიამ ბერიანიძე, „დებატების სკოლის“ ტრენერი.
 

 

 

 

 

 

 

 

მარიამი დებატების ხელოვნებას გორის მე-7 და სოფელ ლელიანის საჯარო სკოლების მოსწავლეებს აცნობს. 
სხვადასხვა დროს ის მონაწილეობას ღებულობდა ისეთ პროექტებში, რომლებიც დაკავშირებული იყო ბავშვებთან და ახალგაზრდებთან. ამჟამად, „ქართლოსთან თანამშრომლობის გარდა, მოხალისედ ჩართულია ახალგაზრდული ორგანიზაცია „დრონის“ პროექტში „გაცოცხლებული ქალაქი: თბილისი ბავშვების თვალით“ (“Living city; Tbilisi trough kids”). 

2014 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისი ძირითადი სპეციალობაა სოციოლოგია.

 


  

თემურ ჯვარშეიშვილი
 

"ვფიქრობ, „დებატების სკოლის“ პროექტი მისცემს შესაძლებლობას სკოლის უფროსკლასელებს შეისწავლონ დებატების კულტურა, ტექნიკები და უფრო მეტად ჩაერთონ სამოქალაქო საზოგადოების შექმნის პროცესში, რაც საერთო ჯამში ახალგაზრდებში მოქალაქეობრივი თვითშეგნების კულტურის ამაღლებას, პრობლემების გადაჭრის გზებზე ორიენტირებას და მათსავე პროფესიულ წინსვლას შეუწყობს ხელს" - თემურ ჯვარშეიშვილი, „დებატების სკოლის“ ტრენერი

 

 

 

 

თემური სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრია საერთაშორისო ურთიერთობებში, 2012-2013 წლებში იყო სტაჟიორი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობატა კომიტეტში.

რაც შეეხება გამოცდილებას უშუალოდ დებატების მიმართულებით - 2011 წელს გაიმარჯვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბრიტანულ საპარლამენტო დებატების ჩემპიონატში,  სამტრედიაში დააარსა დებატ-კლუბი  სკოლის უფროსკლასელთათვის, ასევე  უძღვება დებატების ვებ-გვერდს http://geodebate.weebly.com/

ატარებს ტრენინგებს დებატების შესახებ სხვადასხვა პროექტში, მათ შორის NIMD-ის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) მიერ დაფინანსებულ პროექტში საქართველოს პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთების წარმომადგენლებისთვის.

ამჯერად, „დებატების სკოლა 2014“ ფარგლებში, ტრენინგებს გორის მე-3 და ხაშურის სკოლებში ატარებს.

 

 

 

    გვანცა გრძელიშვილი

„ვთვლი, რომ "დებატების სკოლა," არის ძალიან წარმატებული პროექტი, სადაც უკვე მეორე წელია ვმონაწილეობ და მოსწავლეებს არაფორმალურ განათლების საშუალებით ვასწავლით თუ როგორ უნდა იყვნენ ჩართულები სკოლის საზოგადოებრივ აქტივობებში; როგორ უნდა გამოთქვან კრიტიკული აზრი; როგორ უნდა ჩამოაყალიბონ თავდაჯერებულად და არგუმენტირებულად საკუთარი პოზიცია. ასევე ვასწავლით გუნდურ მუშაობას, საერთო ინტერესებზე პასუხისმგებლობის აღებას და რაც მთავარია ხელს ვუწყობთ დებატების კულტურის დანერგვას სკოლებში“ - გვანცა გრძელიშვილი, „დებატების სკოლის“ ტრენერი


გვანცა დებატების ტრენინგებს რუსთავის მე-12 და მე-20 სსაჯარო სკოლების მოსწავლეებს უტარებს, 2012 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, პროფესიით კინოლოგია, თუმცა მისი სამუშაო გამოცდილება ძირითადად არასამთავრობო სექტორს უკავშირდება. ამჟამად განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის რეგიონული კოორდინატორია შიდა ქართლში. ამასთანავე მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში "ევროპის მოქალაქე" HR-ის პოზიციაზე, თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ჩართულია არაერთ პროექტში, მათ შორის, როგორც თავად აღნიშნავს, ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროგრამაა „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“, რომელსაც ახორციელებს „მეგობრობის ხიდი - ქართლოსი“, პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა, რეგიონულ დონეზე საქართველოში ფარგლებში.